სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"15 წლის ბავშვის გარდაცვალება ეს არის საზოგადოებისთვის ტრაგედია" - პრეზიდენტი 21.12.2019 13:02

ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი არ დატოვოს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგი სახელობის ტაძართან განუცხადა, სადაც 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

 

პრეზიდენტმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.


„ვუსამძიმრებ ოჯახს, დედას, ძმას, მის ყველა მეგობარს და საზოგადოებას, იმიტომ, რომ 15 წლის ბავშვის გარდაცვალება ეს არის საზოგადოებისთვის ტრაგედია. მე მგონი, ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი არ დატოვოს და ეს არის კვალი. იმის მაგივრად, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე ვიფიქროთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ