სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ბრალდებულიცა და გამსახურდიაც ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და ქეიფის დაწყებამდე ვერის სასაფლაოზეც ერთად იმყოფებოდნენ 21.12.2019 17:32

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირები და ცოტნე გამსახურდია დაჭრამდე ერთ სუფრასთან იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, გამსახურდიას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ადვოკატის თქმითვე, ინციდენტი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოხდა.

 

geotimes.ge-ის ინფორმაციით, ბრალდებულიცა და გამსახურდიაც ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და ქეიფის დაწყებამდე ვერის სასაფლაოზეც ერთად იმყოფებოდნენ. თვითმხილველების თქმით, ჩხუბი უბანში მოხდა, სასაფლაოდან დაბრუნებულები სვამდნენ  და კონფლიქტი სამეზობლოში მოხდა შელაპარაკების ნიადაგზე.  

 

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ