21.12.2019 19:10
შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე სოციალურ ქსელში ანა დოლიძეს მიმართავს და წერს:
„ანა დოლიძე მოგმართავ საჯაროდ, რომ მერე არ იკადრო იმის თქმა, თითქოს არაფერი იცოდი! გეცნო სურათი იმ ბავშვისა, ჯერ რომ ბაზაზე აწამეს და მერე თქვენ დამალეთ! მოუყევი ყველას, რა მოხდა 2016 წელს თავდაცვის სამინისტროში, კერძოდ, შეიარაღების და ტექნიკის ბაზაზე, მაშინ შენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყავი. როგორ დამალა ხიდაშელმა უსასტიკესი დანაშაული - სამხედრო ბაზაზე ბავშვების შეტყუება და წამება. მოუყევი საზოგადოებას, ვინაა ამ ფაქტის დამმალავი მაშინდელი სამხედრო პოლიციის უფროსი სერგო ძაგნიძე რომელიც ახლა შსს-ში ჩოლოიანის ხელმძღვანელია.
15 წლის ლუკა სირაძის ტრაგედიით რომ ცდილობ პოლიტიკური ხურდების დათრევას, ბავშვების კასრში თავით ჩახრჩობა, მათი შარვლების ჩახდა, გამათბობელზე დასმა, მუცელ-სახეზე ნახშირის წასმა და დენის სკამის ინსპირირებით თამაში დაგავიწყდა? ხმა ამოიღე, თორე ჩემი მოთმინება იწურება, გოგებაშვილის ძეგლთან მისვლა და შავი ლენტების მოხვევა ვერ გიშველის, მაგ შავ პირსახოცს იმ ოფისთან მიგიკრავ, სადაც პოლიტიკურ თეძოებს აათამაშებთ. - იმ ბავშვების დედა ბოზია და მათი სიჩუმე ვიყიდეთო რომელი ამბობდა ამას?! სამხედრო პოლიცია როგორ აიძულებდა დუმილს ბულინგის მსხვერპლ მცირეწლოვანებს. დაწვრილებით მოგვითხრე ყველაფერი მაშინ თანამდებობაზე მყოფო პირო - დრო გაქ საოცრად ცოტა! შენ არ იფიქრო, რადგან საფრანგეთში პოლიტიკურ თავშესაფარში ვიმყოფები, ამ ფაქტზე პასუხს არავინ მოგთხოვს. ჩემი ბიჭები მზად არიან შენ სოროს სათანადო ატრიბუტიკით მოადგნენ.“
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge