ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
რაულ თებიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბათუმში პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა, დააჯილდოვეს 25.12.2019 23:36

რაულ თებიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბათუმში პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა დააჯილდოვეს. დღეს, საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ სხდომაზე თქვა, რომ მადლობის სიგელთან ერთად, მოქალაქეს მთავრობის ფონდიდან 2000 ლარიც გადაეცემა. 18 დეკემბერს, გამვლელმა საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა და პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. პოლიციელს მოქალაქე დაეხმარა, რომელიც საღამოს სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. ის შეეცადა სისხლდენა შეეჩერებინა და ქირურგიული ოპერაციის დასრულებამდე კლინიკაში დარჩა.

 

41 წლის რაულ თებიძე ბათუმში ხელოსნად მუშაობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ