26.12.2019 00:31
ბლოგერი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში მმართველ პარტიას მიმართავს და წერს:
„ოცნება სამარცხვინო იქნება ბასიშვილის პარლამენტში შესვლა!... იმის მაგივრად, ციხეში იჯდეს, ბასიშვილ-ხაბეიშვილის საყოყლოჩინოდ გახადეთ საქმე?!.. თქვენ კი, ერთი ერეკლე კუხიანიძეც ვერ დაიცავით ამ ნამუსგარეცხილების შემოსევისგან და ექიმის საქციელზე განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის გუნდი დაატოვებინეთ. ადამიანს, ამ საქმის გარშემო აღრეული ჭორ-მართალის გამო, ემოციურ ფონზე გამოუვიდა უხამსი პოსტი, გასაგებია, არ იყო მოსაწონი... მაგრამ ბოდიშიც მოიხადა და ახსნა კიდეც, რომ ზოგადად , პროვოკაციებზე ძალიან ღელავს ხოლმე, რადგან ყოველთვის ასე იწყებოდა ომები საქართველოს უახლეს ისტორიაში, რა გასაკვირია, რომ ენერვიულა და სხვაგვარად დაენახა მოვლენები?!...
ოცნებას, გუნდურობა არ გაგაჩნიათ, ეს გითხრით ძირს! თქვენგან განსხვავებით, სავსეა ნაციანალური გაერთიანება სახელმწიფო ბიუჯეტის, საქართველოს ძარცვის ხარჯზე გამილიონერებულ-გამილიარდერებული სისხლისმსმელი კრიმინალებით და მაინც ბოლომდე ეფარებიან ერთმანეთს ფარად, კბილებით იცავენ!
არ ვამბობ, რომ ოცნებამ დამნაშავეები უნდა დამალოსმეთქი, პირიქით, მომწონს , რომ არ აფარებს ხელს, მაგრამ ერეკლე კუხიანიძე ნამდვილად არ იყო კრიმინალი, აზზრე მოსვლა არ აცალეთ, ისე ერთხმად გაუშვით უმრავლესობიდან, ერთიც არ გიცდიათ თანაგუნდელის დაცვა, ვითომ ბევრი გყავდეთ მისნაირი ერთგულები!“
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge