26.12.2019 21:46
ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი თბილისის ყოფილი მერის განცხადებას ეხმაურება და ერთ ფაქტს იხსენებს:
„გიგი უგულავამ ბრძანა: “ჩემი მერობის დროს არამიზნობრივად არც ერთი თეთრი არ დახარჯულა, იყო ეს ნაძვის ხე თუ დედაქალაქის საახალწლო განათება"... გიგი უგულავას მერობის დროს საახალწლოდ შესყიდულ იქნა ნახევარი მილიონის ღირებულების ბარამბოს შოკოლადები, რომელიც, რაკი იმჟამინდელ თბილისსა და სრულიად საქართველოში ღარიბები არ არსებობდნენ და შესაბამისად, არც ბავშვები შიმშილობდნენ, მხოლოდ მერიის თანამშრომლებს დაურიგდათ - მიზნობრივად და გეგმის გადაუჭარბებლად.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge