26.12.2019 22:44
ბლოგერი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება გიგი უგულავას განცხადებას, რომ მერად ყოფნის პერიოდში მას არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან არამიზნობრივად არ დაუხარჯავს:
„ყურს მომესმა, თუ უტიფარმა მერი იგულავამ რაიო? 2013 წლის მარტში გიგი უგულავას სატელეფონო ხარჯმა 38 ათასი ლარი შეადგინა; უგულავამ 2013 წლის 14 მაისის განკარგულებით, თავის თავს დაუნიშნა ყოველთვიურად დანამატი 4.320 ლარი, 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის ივლისამდე შრომის ანაზღაურებაზე მერიის მიერ დახარჯულია 14.552.873 ლარი, აქედან ხელფასებზე - 4.284.610 ლარი, თანამდებობრივ სარგოზე -–1.507.132 ლარი, ხოლო პრემიებზე - 8.761.131 ლარი. მერიამ ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის გამართულ ფურშეტებსა და ღონისძიებებზე 480.000 ლარი დახარჯა“, წერს მანჩო გიორგობიანი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge