ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
GE EN RU
მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ავარიისას გარდაცვლილი მგზავრები 1961 და 1969 წელს დაბადებული მამაკაცები არიან 27.12.2019 02:01

ლიპეცკის ოლქში, მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების შედეგად გარდაცვლილი მგზავრები 1961 და 1969 წელს დაბადებული მამაკაცები არიან. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ლიპეცკის ოლქის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. სააგენტოს ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. გამოძიება ინციდენტის ორ მიზეზზე მუშაობს. ერთი ვერსიით, ავარია ამინდის გაუარესებას და ლიპყინულს უკავშირდება, მეორე მიზეზით კი - მძღოლმა მართვა დაკარგა და საჭე ვერ დაიმორჩილა. ამ დროისთვის მძღოლის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.

 

მომხდარზე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონის, დასახლებულ პუნქტ იარკინო-ს მიმდებარედ , 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოძრაობდა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით. პირველადი მონაცემებით ავტობუსით მგზავრობდა 19 პირი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 17 მგზავრი, მათგან 8 გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება საჭირო სამედიცინო დახმარება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 პირი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ