27.12.2019 03:11
მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ზაზა გაბედავა საქართველოს მთავრობას მიმართავს და თხოვს, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს:
„მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას! საქართველოს მოქალაქე ბადრი ფიფიას შესახებ. ბატონი ბადრი ფიფია საქართველოში არ იმყოფებოდა ათეული წლების მანძილზე, შემდგომ კი დაბრუნდა სამშობლოში. ბადრის მამა, ზაურ ფიფია და მეუღლე გარდაეცვალა, დასაფლავებაზე არ ჩამოუშვეს. ახლი კი ბადრის დედა მძიმე სენითაა დაავადებული და სიკვდილს ებრძვის, ბადრის თხოვნაა საქართველოში დაბრუნება, რომ ნახოს მშობელი დედა, შვილები და ხუთი შვილიშვილი. აგრეთვე მივმართავ საქართველოს უფლება დამცველებს, გაუწიონ სამართლებრივი დახმარება ბადრი ფიფიას, მინდა აღვნიშნო, რომ ბადრი ფიფია ოთხმოციან წლებში აქტიურად იყო ჩამბული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში, რაც მიმაჩნია დევნის მიზეზად. აგრეთვე, მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ დღესაც ბადრი ფიფიას აქვს პირობითი სასჯელი და იმყოფება უცხოეთში, ბადრი ფიფია მზად არის დაბრუნდეს სამშობლოში, თუ იქნება ეს საქართველოს მთავრობის კეთილი ნება, გთხოვთ, სრულიად საქართველოს საღად მოაზროვნე ხალხს, დავდგეთ ბადი ფიფიას გვერდით, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, წერს ზაზა გაბედავა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge