27.12.2019 20:49
ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მხარდაჭერას უცხადებს ტელევიზიებს, რომლებსაც ფინანსთა სამინისტრო გადასახადების გადაუხდელობას ედავება:
„ამ ხელისულფებამ დაანგრია სარეკლამო ბაზარი და პრაქტიკულად შანსი არ დატოვა ტელევიზიის თვითდაფინანსების. ფორმულა მარტივია: თუ ივანიშვილი არ გაფინანსებს, გადასახადებს ვერ გადაიხდი. ამიტომაც, აუცილებელია გამოცხადდეს მრავალწლიანი მორატორიუმი ტვ ინდუსტრიაში გადასახადების გადახდაზე. სხვა გზა არაა. მანამდე ნებისმიერი საგადასახადო შეზღუდვა, არის სიტყვის თავისუფლების პირდაპირი და პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვა. რაც შეეხება რ2ს, მან გადასახადები დააგროვა ხელისუფლების პირდაპირი ბრალეულობით და ასევე მისი დღევანდელი მფოლბელის, ქიბარ ხალვაშის უშუალო და გადამწყვეტი მონაწილეობით. მიუხედავად ჩემი დღევანდელი დამოკიდებულებისა და იმის, რომ ხალვაში ყველაფერს იმსახურებს, რ2ზე დადებული ინკასო არის უსამართლო და მოტივირებული შევიწროება. ჩემი სრული მხარდაჭერა ტვ პირველს და კავკასიას! Nino Jangirashvili Vato Tsereteli ინგა გრიგოლია თქვენს გვერდით ვარ! Stay strong!“, წერს ნიკა გვარამია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge