კვირა, 22 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„ინტერნეტი მასობრივ უვიცობას სულ უფრო სწრაფად გაავრცელებს - ეს მოხდება საქართველოშიც, თუ პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ ვერ შეძლო მასობრივი უვიცობისა და იდენტობის ნგრევის შეჩერება!“ 27.12.2019 22:46

დავით ზარდიაშვილის ბლოგი:

 

უილიამ ლინდი ცნობილი ამერიკელი კონსერვატორია, რომელიც „მეოთხე თაობის ომებს“, რასაც სხვაგვარად „ჰიბრიდულ ომებსაც“ უწოდებენ, იკვლევს. ასევე მან, სხვა თანაავტორთან ერთად, უაღრესად ნიშანდობლივი ფსევდონიმით - ტომას ჰობსი (!), 2014 წელს გამოაქვეყნა უკვე მხატვრული ნაწარმოებიც მე-4 თაობის ომზე, როგორც ანტი-უტოპია: Hobbes T. Victoria. A novel of 4th generation war. Kouvola, 2014. („ტ. ჰობსი. ვიქტორია. მე-4 თაობის ომის რომანი). ეს ნაწარმოები იწყება სიტყვებით: „იყო თუ არა აშშ-ს დაშლა ნაწილებად გარდაუვალი?“ და მოგვითხრობს, თუ როგორ დაიშალა 40 წლის განმავლობაში მსოფლიო ჰეგემონი აშშ ნაწილებად, მაშინ როცა რომის იმპერია სამი საუკუნის განმავლობაში იღუპებოდა; აღწერილია, თუ 2068 წელს როგორ მიმდინარეობს მე-4 თაობის ომი სხვადასხვა ნაწილებად დაშლილ ყოფილი აშშ-ს ტერიტორიაზე; წიგნში არის ასეთი აბზაცი: 

 

„ახლა გასაოცარია, რა მკაფიოდაა ისტორიაში გამოყოფილი ამერიკული ასწლეული - პერიოდი 1865 დან 1965 წლამდე; მე-20 საუკუნის ისტორიკოსი შელბი ფუთი აღნიშნავდა, რომ სამოქალაქო ომმა ჩვენ შეგვქმნა, როგორც ერთი ერი. სამოქალაქო ომის დასასრულს 1865-ში ყოფიერების აღმნიშვნელი ზმნა მხოლობით რიცხვშია: „შეერთებული შტატები წარმოადგენს“. მაგრამ 1965-ის შემდგომ ჩვენ განუწყვეტლივ ვნაწევრდებით, ერთი და იგივე სიჩქარით ვიშლებით სხვადასხვა ნაწილებად: თეთრებად, შავებად, ესპანურენოვანებად, ფემინისტებად, სექსისტებად, გეებად, მსხვერპლებად, მჩაგვრელებად, ალბინოსებად, ცაციებად, პირში მყრალ სუნიანებად და სხვა და სხვა... ჰომესუქსუალები ამბობენ, დუმილი - ეს სიკვდილია, ბუნება პასუხობს, რომ მრავალფეროვნება - ეს ომია. ახლა ჩვენ ველურად ვომობთ.“

 

ლინდი თავის კონსერვატიულ ანტი-უტოპიაში მიიჩნევს, რომ მე-4 თაობის ომი იდენტობებისთვის ომი იქნება. ველური ომი „ყველასი ყველას წინააღმდეგ“, რასაც ჰობსი წერდა თავის „ლევიათანში“. ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო საუკუნეა, გაველურდებიან და უმოწყალოდ დაერევიან ერთმანეთს. მიზეზი ორია და ორივე პარადოქსული:

 

1. ინფორმაციულად მჭიდროდ დაკავშირებული მსოფლიო უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ექსპონენტურად გაზრდის განსხვავებებს იდეებსა და იდენტობებს შორის. ეს მოხდება მიუხედავად საწინააღმდეგო გულუბრყვილო მოლოდინებისა, რომ ინტერნეტი დაგვაახლოვებს. ტექნიკურად ერთიანი, მაგრამ კრიტიკულად მრავალგვაროვანი სინფორმაციო გარემო მოსახლეობის უკიდურესობამდე ფრაგმენტაციას განაპირობებს და გამოიწვევს რეალობის უსასრულოდ მრავალფეროვან აღქმას, დაანგრევს მოვლენათა საერთო, საყოველთაოდ აღიარებულ და ნათელ რაკურსს, რაც საერთაშორისო ურთიერთობათა გასაგებ სახეს ქმნიდა.

 

2. ინფორმაცია არ არის ცოდნა. მსოფლიო წალეკილია ჭარბი ინფორმაციით, მაგრამ არა ცოდნით. ურთიერთგამომრიცხავი, სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ინკლუზიურია, მოსახმარად საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, მაგრამ ცოდნა - ექსკლუზიურია, ხოლო ინფორმაციის მასობრივი მოხმარება ცოდნის გარეშე - სიბრძნეს პერიფერიაზე განდევნის. ჭარბი ინფორმაცია ჩახერგავს გზას ცოდნისკენ. მეტისმეტად ინფორმირებული კაცობრიობა მასობრივად სულ უფრო მეტად უვიცი ხდება...

 

როგორც იგივე უილიამ ლინდი მოსწრებულად აღნიშნავს: „რა ხდება იმის შესახებ ჩვენ მასობრივად გვეცოდინება სულ უფრო ცოტა და ცოტა, მაგრამ ინტერნეტი და კომპიუტერი ამ მასობრივ უვიცობას სულ უფრო მეტად და სწრაფად გავრცელებენ.“ ასე რომ, ველურობის მორევში მეტად და მეტად ჩავიძირებით და ეს მოხდება საქართველოშიც, თუკი პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ ვერ შეძლო ველურობის, ე.ი. მასობრივი უვიცობისა და იდენტობის ნგრევის როგორმე შეჩერება!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ