კვირა, 22 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„გუშაგს ვკითხე, ვინ იყო ის სადისტი ახალგაზრდა, უზბეკს რომ ჰგავს-მეთქი? - ეს ნაძირალა იყო ჩვეულებრივი მწამებელი-სადისტი”! 27.12.2019 23:07

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე პარლამენტარ გიგა ბოკერიას სახასიათო პორტრეტისთვის ორ ამბავს იხსენებს ახლო წარსულიდან:

 

მხილება # 10

 

—- ავთანდილ რცხილაძე (უზენაესი საბჭოს დეპუტატი 1990-91წ.):

— “როცა თავისუფლების მოედნიდან პუტჩისტებმა გამიტაცეს და თბილისის ზღვაზე სამხედრო დეზერტირ თენგიზ კიტოვანის ბუნაგში მიმიყვანეს, ჯერ საშინლად მცემეს, მაწამეს, მერე სარდაფში ჩამაგდეს, სადაც მწამებელი ავტომატგადაკიდებული „დემოკრატი“ გიგა ბოკერია შემოვიდა ... ჩემთან ერთად ასევე გატაცებული იყო თბილისის მაშინდელი მერი თამაზ ვაშაძე, კარგი ადამიანი, მახსოვს, მაშინ გუშაგს ვკითხე, ვინ იყო ის სადისტი ახალგაზრდა, უზბეკს რომ ჰგავს-მეთქი? მან მიპასუხა, ის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ნანა ალექსანდრიას შვილი, გიგა ბოკერია არისო. ეს ნაძირალა იყო ჩვეულებრივი მწამებელი-სადისტი”!!!


— სანდრო ბრეგაძე (1991 წელს ზვიად გამსახურდიას მომხრე სტუდენტთა ლიდერი):

—-1992 წლის იანვრის ბოლოს ზვიად გამსახურდიას მომხრე უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო ახალგაზრდული აქცია გავმართეთ, მიტინგის დაწყებიდან დაახლოებით 15-20 წუთში პირველ კორპუსთან გაჩერდა რამდენიმე ათეული მანქანა, საიდანაც გადმოხტნენ ავტომატებით შეიარაღებული მხედრიონელები, ისინი სისხლმოწყურებული მხეცებივით დაერიენ 18-19 წლის ბავშვებს, დაიწყეს ავტომატური იარაღიდან უმისამართო სროლა და დაპატიმრებები, ამ არეულობაში დავინახე შეიარაღებული გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე, რომლებიც ბაღის შუაში იდგნენ და მიუთითებდნენ მხედრიონელებს, თუ ვინ იყო ე.წ.ზვიადისტი-სტუდენტი, ვინ უნდა ეცემათ და დაეჭირათ. ბოკერია ერთგვარი “ნასედკა” იყო, რომელიც აბეზღებდა და წამებისთვის იმეტებდა თანაკურსელებს, ჯგუფელებს თუ სხვა სტუდენტებს. იმ დღეს დაპატიმრებული ბავშვებიდან ბევრი დაასახიჩრეს, ბევრი უმოწყალოდ ცემეს და ციხის დილეგში ჩააგდეს”!!! —— აი ეს ავაზაკი არის დასავლური დემოკრატიის სიმბოლო საქართველოში!!!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ