კვირა, 22 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„რა რისკები მოაქვს ამ ნარკოტიკის მოხმარებას? - იწვევს ჰალუცინაციებს, პარანოიას, სუიციდის მცდელობას, კომატოზურ მდგომარეობას“ - რატომ გვაფრთხილებს ნარკოლოგი 27.12.2019 23:41

ნარკოლოგი, პროფესორი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ და საზოგადოებისათვის საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს: 

 

ამ პოსტით ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა მედიასა და ტელევიზიას. მოგიწოდებთ რომ სანამ არ დალაგდებით და იქნებით რომელიმე პარტიული ინტერესების გამოხატველები და გამოიყენებთ კონკრეტული რესპონდენტის სიტყვებს ერთმანეთის წინააღმდეგ, მანამდე არ ვაპირებ არავისთან მისვლას. ინტერესის შემთხვევაში მზაობას გამოვთქვამ, ინტერვიუ მივცე მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს! გარდა ამისა, დავძენ, რომ ფეისბუქი არის ჩემი პირადი სივრცე, სადაც გამოვაქვეყნებ იმას, რასაც ვთვლი აქტუალურ საკითხად დღევანდელ საქართველოში.


რაც შეეხება ალფა პვპს - რა არის, რა საშიშროება მოაქვს მის გამოყენებას, რა შედეგს იწვევს და ა. შ... აღნიშნული ნივთიერება არის სინთეტიკური ნარკოტიკი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ადიქციურობით ანუ მიჩვევით. მისი ქუჩური სახელია - ფლაკა, რომელიც გახლავთ ე.წ “აბაზანის მარილი” და მიეკუთვნება კათიონების ჯგუფს. ფლაკა არის ამფეტამინომაგვარი ნარკოტიკი, ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე მეტამფეტამინი. საქართველოში მისი ბაზარზე რეალიზაცია ხდება, როგორც კოკაინის და ე.წ "სპიდის" დასახელებით
ამით ახერხებენ მის პოპულარიზაციას. მოიხმარენ ყველანაირი გზით - შესუნთქვა, მოწევა ინექციური მოხმარება. არის საკმოდ ძლიერი ჰალუცინოგენი.

 

რა რისკები მოაქვს მოხმარებას?

1. იწვევს ჰალუცინაციებს;

2. იწვევს პარანოიას;

3. ძლირ შიშებს;

4. უძილობას;

5. აგრესიას;

6. გულსისხლძარღვთა უკმარისობას(თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას და ინფარქტს);

7. კომატოზური მდგომარეობას;

8. სუიციდურ აზრებს და სუიციდის მცდელობას;

9.მძიმე დეპრესიას.

 

ამ ნარკოტიკის ყველაზე საშიში გამოვლინება არის დამოკიდებულების გაჩენა, რომელიც ძალიან მალე ვითარდება და ჩნდება დაუძლეველი სურვილი მივიღოთ მუდმივად. ამის შემდეგ ადამიანები ვერ აღიქვამენ სამყაროს ადეკვატურად, არიან დაკარგულები დროსა და ვითარებაში, არიან სექსუალურად განმუხრუჭებულები, აგრესიულები. ვითარდება დეპერსონალიზაცია.

 

რა არის გამოსავალი?

1. შევწყვიტოთ მიღება;

2. მივმართოთ ნარკოლოგს ;(ადრეული ინტერვენცია!)

3. აუცილებელია ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის ჩართვა;

4. მედიკამენტოზური ხანგრძლივი მკურნალობა;

5. ხანგრძლივი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

 

ბევრ ქვეყანაში ალფა პვპ - ს სამკურნალოდ ასევე იყენებენ სამკურნალო მარიხუანას და cbd პრეპარატებს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს პრევენცია და სწორი ინფორმაციის მიწოდება ყველა დონეზე: სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი და ა.შ. საქართველო არ არის გამონაკლისი. აღნიშნული პრობლემა დღეს მსოფლიო გამოწვევაა და ყველა ცდილობს გაუმკალვდეს და ეძებენ გზებს მის მოსაგვარებლად. ყველა ქვეყანა ირჩევს თავის სტრატეგიას. ქართული მხარეც უნდა მოვიქცეთ მსგავსი დამოკიდებულებით, მაგრამ ,სამწუხაროდ, დაკავებული ვართ სხვა საქმეებით... "დარქნეტი" უფრო მძლავრი ხდება დღითი დღე, რაზეც რეაგირება უნდა მოახდინოს სახელმწიფომ და დაუპირისპიროს ნარკოპოლიტიკური სტრატეგია. ერთი რაც მთავარია, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ახალგაზრდებს და ავუხსნათ, რომ მოხმარება არის დიდი პრობლემების მომტანი და ვეცადოთ შევამციროთ ზიანი, რომელიც მოაქვს ამ ნარკოტიკებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ