29.12.2019 17:10
ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ოჯახის წევრებმა, 35 წლის ქალი, 3 შვილის დედა, ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი სოფლის საბავშვო ბაღის პედაგოგია. როგორც სოფლის რწმუნებული დემნა ხუბუა აცხადებს, შემთხვევა წუელ მოხდა. გარდაცვლილს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა, უმცროსი წლის და 2 თვისაა. შსს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge