ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„გეთქვა ამდენ ხანს, კახი, რა დაგვტანჯე, კაცო და რას აახავე ეს ნაცები – არ ღირს ნაძვისხე მილიონი, ღირებულებამ 175 573 ლარი შეადგინა“ 29.12.2019 17:50

ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი, ბიზნესმენი მარინა შენგელია სოციალურ ქსელში ეხმაურება საახალწლო ნაძვისხის სკანდალს და თბილისის მერს მიმართავს:

 

„გეთქვა ამდენ ხანს, კახი, რა დაგვტანჯე, კაცო და რას აახავე ეს ნაცებიი – განათება ისეთი ლამაზია, ვინ ოხერი ამოიღებს ხმას, ნაცებიც კი ვერ გაბედავდნენ. ეს მათთვის, ვისაც ფასი გულწრფელად აინტერესებს: არ ღირს ნაძვის ხე მილიონი. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების ტენდერში კომპანია - შპს “ნუკო+“-მა გაიმარჯვა და ღირებულება 748 000 ლარით განისაზღვრა. საახალწლო ნაძვის ხის ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯეო სტრიმი“ გახდა და ღირებულებამ 175 573 ლარი შეადგინა, ხოლო თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის განათებისა და მორთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „გმმ ჯგუფის“ მომსახურება 33 990 ლარის ოდენობით განისაზღვრა“, წერს მარინა შენგელია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ