ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„ინდაურს რომ ზრდიდეს, სოცდახმარებას ხომ მოუხსნიან ? ხოდა, არიან ასე უსაქმურად და გაზარმაცებული ეს "პატიოსანი ხალხი" - ეგ სოცდახმარებაა ზუსტად წყარო ყველა უბედურებისა საქართველოში!“ 29.12.2019 20:48

მირიან ყარაულაშვილის ბლოგი:

 

მაიყვანეთ აბა შეკაზმული ცხენი: ჩვენი (ვარდისუბნელების) მეზობელი სოფელია გულგულა, ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, მდინარემდეც არაა შორს და ჭალაც ახლოსაა მდინარისპირა; მთელს თელავის რაიონს და უფრო მეტსაც ეს სოფელი ამარაგებდა თავის დროზე საახალწლოდ ინდაურით (გოჭებზე სხვა სალაპარაკოა კიდევ). ფაქტიურად, საძოვარზე, მუქთად ზრდიდნენ ხოლმე უჯანმრთელეს ინდაურების ჯოგებს და კი ჰყიდიდნენ ბაზარში 30-40-50 მანეთად! ამ ერთი თვის წინ სპეციალურად ჩავედი სოფელში - თადარიგს დავიჭერ და მეგობრებისთვისაც ერთნაირად წამოვიყვან, მეთქი ინდაურებს გულგულიდან... მთელი სოფელი შემოვიარეთ - წამლად ერთი ფრთაც ვერ ვიშოვეთ!!! აქეთ დამცინოდნენ ზურგსუკან - რა დროს ინდაურია, საიდან რას იგონებსო... მართალნიც არიან - აბა, მთელი წელი წვალებას და ინდაურების გაზრდა-მოვლას არ ურჩევნიათ, სახელმწიფოსგან დამადლებული ე.წ. სოციალური დახმარება (მგონი, 120 ლარია თვეში სულზე) მიიღონ??? ინდაურს რომ ზრდიდეს, სოცდახმარებას ხომ მოუხსნიან ? ხოდა, არიან ასე უსაქმურად და გაზარმაცებულნი ეს "პატიოსანი ხალხი"! აი, ეგ ე.წ. სოცდახმარებაა ზუსტად წყარო ყველა უბედურებისა საქართველოში!

 

პ.ს.: ისევე, როგორც ყველამ საქართველოში, ამ სოფელშიც თვითოეულმა კომლმა მინიმუმ ერთი ჰექტარი მიწა მიიღო უფასოდ 1992 წლის მიწის რეფორმის მიხედვით. მეც ჰექტარზე ნაკლები მიწა გამომდის სამ-ოთხ ადგილზე, დანაწევრებით. ბოლო ორი წელია სიმინდს ვთესავ, თანაც ყოველგვარი სასუქის და შხამ-ქიმიკატების გარეშე მოგვყავს ხოლმე, რაც მოდის. ამ პირობებშიც კი 2.5 - 3 ტონა სიმინდი მომყავს, თანაც თბილისიდან! ეს რაოდენობა სიმინდისა თავისუფლად ჰყოფნის 20-25 ინდაურის გაზრდას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ