ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
„გმირები იყვნენ ისინი, რომლებიც ალმოდებულ სოხუმში მაშინ ჩაფრინდნენ, როცა წინა ორი თვითმფრინავი მტერმა ჰაერშივე დაწვა - ამ გმირ ბიჭებს გმირობა კი არა, ხეირიანი მადლობა არ ახსოვთ არავისგან!“ 29.12.2019 23:38

აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით ახრახაძე „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი ჩიხლაძეს მიმართავს და წერს:

 

Irakli Chikhladze გმირობა! გმირები იყვნენ ის ხალხი, რომლებიც ალმოდებულ სოხუმში მაშინ ჩაფრინდნენ, როცა უკვე წინა ორი თვითმფრინავი მტერმა ჰაერშივე დაწვა! იმ თვითმფრინავში ჩემი მეგობარი, მამაშენი! ზურა ჩიხლაძე და 134 ქუთაისელი მეომარი იჯდა! იმ თვითმფრინავში იჯდა, ჟურნალისტი Nana Kukhalashvili, მეუფე კალისტრატე და თეიმურაზ შაშიაშვილი.... რომლებიდანაც ნახევარი ვერ დაბრუნდა უკან. გთხოვ, ძმიშვილო, გმირობას მამაცობასთან ნუ გაათანაბრებ... ძალიან დიდი სხვაობაა... მითუმეტეს, რომ ქუთაისის 21-ე ბრიგადის ამ მართლა გმირ ბიჭებს გმირობა კი არა, ხეირიანი მადლობა არ ახსოვთ არავისგან! არც მამაშენისთვის არ მიუციათ ამ გმირული გადაფრენის გამო ეს ტიტული არავის! მიტუმეტეს, რომ ეს იყო ბოლო სამხედრო ძალა, რომელიც სოხუმს მიეშველა“, წერს დავით ახრახაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ