ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში ახალი წლის დღეებში? 30.12.2019 12:28

31 დეკემბერს და 1-2 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9 +11 გრადუსი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისში, ბოლოს თოვლი ახალი წლის ღამეს 2009 წელს მოვიდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ