სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ცნობილი ქართველი პოეტი და შესანიშნავი მთარგმნელი დავით წერედიანი გარდაიცვალა 30.12.2019 21:56

82 წლისა გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი, შესანიშნავი მთარგმნელი დავით წერედიანი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1963 წლიდან იგი შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა. 1981 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი სახელი შესანიშნავ თარგმანებთან არის გაიგივებული. მის მიერ უბადლო ქართულით არის შსრულებული გერმანული ლიტერატურის ორი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები - გოეთეს „ფაუსტი“ და ძმები გრიმების ზღაპრები. დავით წერედიანმა ფრანგული პოეზიის არაერთი შედევრი თარგმნა. თუმცა, განსკუთრებული მნიშვნელობა და რეზონანსი შეიძინა დავით წერედიანის მიერ, დიდი ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის „დიდი“ და „მცირე ანდერძის“ თარგმანებმა, რომელთაც კრიტიკოსები და ფილოლოგები კონგენიალურსაც კი უწოდებენ. მას ქართულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული აქვს სვანური ფოლკლორი ორ წიგნად - „ირინოლა“ და „სვანური სიმღერების კვალდაკვალ“. გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ლექსების მხოლოდ ერთი კრებული „ორიონი“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ