30.12.2019 23:14
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ღია წერილს წერს ვაჟა ექიმს:
„ვაჟა ექიმო, მე გახლავართ ერთადერთი ადამიანი საქართველოში, რომელსაც არაფერი გაუკეთებია თქვენი განთავისუფლებისთვის. დიახ, არაფერი, რადგან არ ვიცნობ ვლადიმერ პუტინს, არ მაქვს ურთიერთობა დუმის წევრებთან და ვერ ვაკონტროლებ სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელეებს. ვაჟა ექიმო, ვერც ე.წ. საზღვართან შეგეგებეთ, ვერც სურათი გადავიღე თქვენთან, რადგან ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დაგიტოვეს. თან კიდევ... ვაღიარებ, არ მიყვარს „მარიაჟობა“. მაპატიეთ, ვაჟა ექიმო... და გილოცავთ ახალ წელს!“, წერს გელა ზედელაშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge