31.12.2019 22:04
- ანუ ქვეყანა 2021 წელს ამოისუნთქავს?
- შედარებით. 2020 წელს არაპროფესიონალები თანამდებობებს დაკარგავენ პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც. თანამდებობიდან მათი წასვლის პროცესი იქნება დაძაბულობასა და აგრესიულობასთან დაკავშირებული.
- სანახაობა უამრავი გვექნება. ბევრ მინისტრს მოუწევს თანამდებობიდან წასვლა, იმიტომ, რომ არც ერთი მინისტრი თავის საქმეს არ აკეთებს...
- უსაქმურები და ზარმაცები არ უყვარს. ვირთხას უყვარს პრაგმატული და რაციონალურად მოაზროვნე ხალხი, რომელიც შრომობს და მატერიალურ დოვლათს ქმნის. ვირთხას ყველაფერი მიაქვს ბუნაგში, ამიტომ მთავრობა, რომელიც ხალხს არ აცხოვრებს ფუფუნებაში, დაიშლება.
- მედიაში იქნება დიდი ცვლილებები. მასმედია ხშირად დეზინფორმაციას მოემსახურება, რასაც შეიძლება სკანდალები მოჰყვეს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. დაძაბულობა ყველა სფეროში იქნება. იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება პოლიტიკური გადაცემების დახურვა და გახსნა... შემდეგ გველოდება აპრილის ცხელი თვე. ასევე დაძაბული იქნება ივნისი, ივლისი, იმიტომ, რომ ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს მზისა და მთვარის დაბნელება. აგვისტო და სექტემბერი ძალიან რთული თვეებია, რა დროსაც აგრესიის, ხანძრების, ავარიების, სიკვდილიანობის, მიწისძვრების რაოდენობა მოიმატებს. ეს ყველაფერი დაგვირგვინდება ოქტომბრით, როცა პოლიტიკური ტემპერატურა პიკს მიაღწევს. დეკემბრისთვის ნელ-ნელა დაიწყება სიტუაციის დამშვიდება, 2021 წლიდან კი იწყება ძალიან საინტერესო აღმშენებლობის პერიოდი.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ახლა შავი მთვარე გადის თევზების ზოდიაქოს ქვეშ. ამის გამო არაერთხელ დავინახეთ მისი შეცდომები და მოვისმინეთ არასწორი გამოთქმები. ერთხელაც შევახსენებ, რომ 28 იანვრამდე გაჩერდეს და ზედმეტი არ ილაპარაკოს. 28 იანვრის შემდეგ შავი მთვარე გამოდის მისი ზოდიაქოს ნიშნიდან და მომავალ წელს სტაბილურად გააგრძელებს საქმიანობას.
- მიხეილ სააკაშვილისთვის?
- მშვილდოსანს 2019 წელი ყველაზე კარგი ჰქონდა. მან რეაბილიტაცია შეძლო და უკრაინაში დაბრუნდა, თუმცა მისი დრო წასულია...
- თხის რქისა და კუროს ნიშნით დაბადებულთათვის, ასევე - ქალწულების, მორიელებისა და თევზებისთვის.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge