26.11.2026 23:00
ბათუმი არენაზე ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.
გავრცელებული ცნობებით, თურქული "ბეშიქთაშის" ქომაგები არ დაემორჩილნენ წესრიგის დაცვისკენ სამართალდამცველთა მოწოდებებს. ინციდენტებს ადგილი ჰქონდა თამაშის დაწყებამდე, რაც შემდეგ სტადიონზეც გაგრძელდა.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ მას შემდეგ, რაც „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა მათი მისამართით სხვადახსხვა საგნის სროლა დაიწყეს.
თურქულ საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ თამაში 21:45 წუთზე დაიწყო. ინციდენტების გამო თამაში დროებით შეჩერებული იყო. მატჩი ამჟამად განახლდა.
თავდაპირველად, თამაში თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკების გამო მატჩის ადგილას ნეიტრალური სტადიონი – „ბათუმის არენა“ შეირჩა.
ინციდენტების ამსახველი ვიდეოები სოციალური ქსელით ვრცელდება.