ლიბიის პორტში რუსულ სამხედრო ხომალდზე აფეთქება მოხდა
რუსული კორვეტი „მერკური“ ბენღაზის პორტში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოცემის ცნობით, ის იმ რუსულ გემებს აცილებდა, რომლებიც სამხედრო დანიშნულების ტვირთების ექსპორტს ახორციელებენ. ლიბიურმა მედიამ ბენღაზის პორტში აფეთქების ფაქტი დაადასტურა, თუმცა თავდაპირველად არ დაუკონკრეტებია, რომ შემთხვევა რუსულ სამხედრო ხომალდს უკავშირდებოდა.