28.09.2026 10:47
28 სექტემბერს 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენება აღინიშნება.
წმიდა იოსებ ალავერდელის სახელს არაერთი სასწაული უკავშირ-დება. ის ერთ-ერთია საქართველოში მოღვაწე ცამეტ ასურელი მამა-თაგან.
წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედა-ზნელისა (ხს. 7 მაისს). VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად.
წმ. იოსები ღვთის ნებით კახეთს, იმ ადგილას დაემკვიდრა, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, ამბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო იმ ხის ჯვარისგან, რომელზეც უფალი აწამეს.
ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. დიდი შრომის შემდეგ მამა იოსებს უფალმა მოუვლინა ერთი დიდებული მონადირე, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით იმ მიდამოებში სანადიროდ იყო გასული. დიდებულმა მონადირემ აღუთქვა მამა იოსებს, რომ ალავერდის უდაბნოში ტაძარს ააშენებდა და საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს.
მალე წმ. იოსების ღვაწლით იმ მხარეში ურწმუნოება აღმოიფხვრა და ღვთისმსახურება განმტკიცდა. წმინდა მამა მისსავე აშენებულ ალავერდის ტაძარშია დაკრძალული.