26.07.2026 00:46

ჩემი გულწრფელი სამძიმარი ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოს. იქნებ იპოვოთ ძალა, თქვენთვის გაუფერულებელ სამყაროში, არსებობისა..., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე წერს.

 

"უამრავი მესიჯი შემომდის და მეკითხებიან, რატომ არ ვჩანვარ სოციალურ ქსელში.

 

ვფიქრობ, ვალდებული ვარ, ინფორმაცია საჯაროდაც მივაწოდო საზოგადოებას, რომელსაც არც ერთი წამით არ მივუტოვებივარ ამ გიჟურ ომში.

 

ბრძოლის ყველაზე დაძაბული პერიოდი, 18 ნოემბრის შემდეგ, მაქვს ახლა.

 

ველოდები ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის დაჭერას.

 

ნია იმნაძის დაკვეთა/წაქეზება/დახმარებით მოხდა გიგას მკვლელობა!

 

ანასტასია ბერუაშვილმა იცოდა, რომ იგეგმებოდა გიგაზე თავდასხმა და თავდასხმის შესახებ გაიგო მომხდარიდან რამდენიმე წუთში!

 

ლოდინი გაუსაძლისად გაიწელა, მაგრამ ველოდები მოთმინებით. ბრძოლაში მოთმინება სისუსტე კი არა, ზოგჯერ იარაღია. თუმცა არც მარტო მოთმინებით ლოდინის რეჟიმში ვარ. მაქვს ბრძოლის სტრატეგიული გეგმა.

 

აუცილებლად, სრულყოფილად დავაყენებ გიგა ავალიანის წილ სამართალს!!!" - წერს ეკა კუპატაძე.

 

22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

 

მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა.

კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. "ალფა რომეოს" მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ