ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
GE EN RU
მელაძე რატომ ჩატეხეთ თქვე არასწორებო?" - ირაკლი ლატარია 23.09.2026 15:35

ექსპერტი ირაკლი ლატარია, „TV პირველის" დირექტორად პარტია „ლელოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

როგორც ლატარია წერს, პარტია „ლელო" ყველაზე მეტად „იმედისა" და „POSTV"-ის ობიექტურობას იწუნებდა, ხოლო „TV პირველთან" პარტიის კავშირის შესახებ კითხვებს უარყოფდა, ამ ფონზე კი, თავად, პირდაპირ პრესსამსახურად გაიფორმეს „TV პირველი".

 

„ყველაზე მეტად ,,იმედსა" და ,,პოს ტივის" ობიექტურობას უწუნებდა პარტია ,,ლელო". როგორც კი მათ ვუხსენებდით ტვ პირველს, ხბოს თვალებით გვპასუხობდნენ: რას ამბობთ, რა შუაშია ,,ლელო" და ,ტვ პირველიო"? ხოდა, არც აციეს არც აცხელეს და პირდაპირ პრესს სამსახურად გაიფორმეს ტვ პირველი.


ვინც არ იცით, ტვ პირველის დირექტორად პარტია ,,ლელოს" პრესსამსახურის უფროსი დაინიშნა. რომ უარყოფდნენ არაო, ეგ თვალები გამახსენდა ახლა. რას ამბობთ, ,,თი ბი სი" როდის ართმევდა მოქალაქეებს ბინასო, ეს ხომ გახსოვთ? ხოდა, ახლა, მეორე უკიდეგანოდ უტიფრობა დაიკანონეს...
მელაძე რატომ ჩატეხეთ თქვე არასწორებო?" - წერს ლატარია.

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ