საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში პროპანის და სასუქების პარტია გაიგზავნა 10.07.2026 18:34

 

საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით რუსეთიდან სომხეთში პროპანის და სასუქების პარტია გაიგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

დღეს ბილაჯარის სადგურიდან ბოიუკ კესიკის მიმართულებით გაიგზავნა 470 ტონა წონის პროპანის 14 ვაგონი და 339 ტონა წონის სასუქის 5 ვაგონი.

ამ დროისთვის რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ტრანზიტით 36 ათას ტონაზე მეტი მარცვლეული, დაახლოებით 8 ათასი ტონა სასუქი, 1136 ტონა პროპანი, 133 ტონა ალუმინი და 414 ტონა ანტრაციტი გაიგზავნა.

ამავდროულად, საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ამ დროისთვის 14 ათას ტონაზე მეტი დიზელის საწვავი და დაახლოებით 5 ათასი ტონა AI-92 და AI-95 ბენზინი იქნა ექსპორტირებული.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ