მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა 22.07.2026 15:05

სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს, ჯეფრი სიოუს შეხვდა.

 

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ლოგისტიკის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის დარგებში თანამშრომლობაზე.

 

„მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ინვესტიციებზე ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, როგორებიცაა პორტები, რკინიგზა, მაგისტრალები, აეროპორტები და სხვ. ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას შუა დერეფნის კონტექსტში.

 

დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საზღვაო-ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის გაძლიერებას. აღინიშნა, რომ შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველო აქტიურად მუშაობს საზღვაო სფეროს ციფრულ ტრანსფორმაციაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას სამოქალაქო ავიაციის სექტორში", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ