პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
GE EN RU
საპენსიო ფონდი – 2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35 793-მა პირმა, პენსიის სახით გაიცა 185 მილიონი ლარი 11.09.2026 10:42

საქართველოს საპენსიო ფონდი 2026 წლის 31 აგვისტოს სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

 

საპენსიო ფონდის ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 769 ათასი ადამიანია.

 

„ამ დროისთვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35 793-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 185,189,254.01 ლარი.

 

აგვისტოს ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები 10.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ჯამურმა სარგებელმა 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ