15.09.2026 22:26
„ტრაპთაუერი" არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი უძრავი ქონების პროექტი, ეს არის ნახტომი დღევანდელი უძრავი ქონების ბაზარს და მომავლის ბაზარს შორის, - ამის შესახებ „არქი ჯგუფის" დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია წულაიამ „ტრამპთაუერ თბილისის" პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ეს პროექტი არის ხიდი დღევანდელობასა და ხვალინდელობას შორის უძრავ ქონებასთან მიმართებაში.
„ტრაპთაუერი" არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი უძრავი ქონების პროექტი, ეს არის ნახტომი დღევანდელი უძრავი ქონების რეალურ ბაზარს და მომავლის ბაზარს შორის. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია პარტნიორებთან, „ტრამპთაუერი" უფრო რეალური იქნებოდა, რომ 5 წლის შემდეგ გავკეთებინა, ან 10 წლის შემდეგ გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ გავუსწარით დროს და გადავწყვიტეთ, რომ ახლა გაგვეკეთებინა „ტრამპთაუერი" და უფრო აგვეწია ტრამპის ორგანიზაციასთან, ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ქართული უძრავი ქონების ბაზარი. ამისთვის მე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს. პარტნიორებს ჩამოვთვლი, ყველა გაბედული და საქართველოს პატრიოტი ადამიანია, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ: ძმები ფხაკაძეები, ჩვენი მეგობრები, ალექს საფირი, რომელიც საფირ ორგანიზაციას წარმოადგენს და მისი დამსახურება იყო ჩვენი დაკავშირება ტრამპის ორგანიზაციასთან, ლაშა მელაძე და ლაშა კვაჭაძე, ბატონი კახა კობა ივანოვი. მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტში ჩაერთო და მხარი დაგვიჭირა, დიდი მადლობა გადავუხადო, მადლობა გადავუხადო ჩემს პარტნიორებს, ზაზა ფაჩულიას, რომელიც სან ფრანცისკოდან ჩამოვიდა და მხარს გვიჭერს, ასევე მენი ბენიში - ჩვენი 20 წლის პარტნიორი, რომელიც ასევე მთელი ისრაელის დელეგაციით ჩამოვიდა ამ პროექტში და მე მინდა, თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო", - განაცხადა ილია წულაიამ.
მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ბოლო წლების წარმატების გარეშე, რაც საქართველოში ხდება, კერძოდ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს.
„უძრავი ქონების ბაზარიც შესაბამისად 10-15%-ით იზრდება. ქვეყნის განვითარების ამ ტემპმა მოგცა ჩვენ იმის გამბედაობა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიგვეღო და ასეთ მასშტაბურ პროექტს შევჭიდებოდით, რომელიც იქნება ორი მილიარდი დოლარის ინვესტიციის პროექტი, სადაც იქნება ექვსი თაუერი და „ტრამპთაუერი" იქნება პირველი თაუერი იმ უბანში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ეს იქნება ახალი უბანი „დაუნთაუნ თბილისი". იქნება „დაუნთაუნ თბილისი", სადაც იქნება ლუქს კლასის სასტუმროები, პირველი თაუერი, რა თქმა უნდა, „ტრამპთაუერი", სხვა ბრენდული თაუერები, ბიზნეს ცენტრი, ლუქს სავაჭრო სივრცეები და ეს ყველაფერი გაკეთება თბილისში და ამ ყველაფრით თბილისი დადგება ისეთი დიდი ქალაქების გვერდით, სადაც უკვე არის განხორციელებული „ტრამპთაუერები". ასეთი ქალებია ნიუ იორკი, ჩიკაგო, ლას ვეგასი, მაიამი და ასე შემდეგ.
ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მაგრამ მე მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი. დღესაც გვქონდა, სხვათა შორის, საუბარი, ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო, ტელეფონით რამდენჯერმე დარეკა, აინტერესებდა, როგორ მიდიოდა ეს პროცესი. როდესაც პირველად შევხვდით, იმდენად თბილად, იმდენად გულით ისაუბრა საქართველოზე, იმდენად ენთუზიაზმით იყო აღსავსე, რომ საქართველოში „ტრამპთაუერი" გაკეთებულიყო. ჩვენ ფაქტობრივად მაშინვე გადავწყვიტეთ. მეგობრები და პარტნიორები ვიყავით ჩასული ამერიკის შეერთებული შტატებში და მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ „ტრამპთაუერის" შემოყვანას. სწორედ ერიკი იყო, ვინც ჩვენ ამის გამბედაობა და ენთუზიაზმი მოგვცა და ასეთ დიდ პროექტს შევეჭიდეთ. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ერიკ ტრამპს", - განაცხადა ილია წულაიამ.
ავტორ(ებ)ი :