12.10.2026 15:08
თიბისი მომხმარებლებს გზავნილების განაღდების შესაძლებლობას განსაკუთრებული კონვერტაციის კურსით, 24/7-ზე სთავაზობს - სახლიდან გაუსვლელად, მობაილბანკისა და ინტერნეტბანკის საშუალებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ბრენდი ზრუნავს მომხმარებლების ყოველდღიურობის გამარტივებასა და მათთვის დამატებითი სარგებლის შექმნაზე.
12 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, თიბისის მობაილბანკსა და ინტერნეტბანკში გზავნილების განაღდებისას მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ წამახალისებელ კამპანიაში და მოიგონ 1 000, 5 000 ან 10 000 ლარი.
კამპანიაში მონაწილეობისთვის მომხმარებელმა მინიმუმ 300 ლარის, დოლარის ან ევროს ოდენობის გზავნილი უნდა გაანაღდოს. გამარჯვებულები კი სამი საპრიზო კატეგორიის მიხედვით გამოვლინდებიან: ყოველკვირეული პრიზი - 1 000 ლარი, ყოველთვიური პრიზი -5 000 ლარი, სუპერპრიზი -10 000 ლარი.
კამპანიის დეტალური პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
თიბისის მობაილბანკში, პირველად საქართველოში, შესაძლებელია გზავნილის ნაწილობრივი კონვერტაციაც - ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია, დააკონვერტიროს ზუსტად ის თანხა, რომელიც იმ მომენტში სჭირდება, დარჩენილი თანხა კი მიღებულ ვალუტაში უსაფრთხოდ შეინახოს.
გაანაღდეთ გზავნილები მარტივად თიბისიში და ჩაერთეთ წამახალისებელ კამპანიაში. რაც უფრო მეტ გზავნილს გაანაღდებთ, მით მეტი შესაძლებლობა გექნებათ, მოიგოთ 1 000, 5 000 ან 10 000 ლარი.
(R)