სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი ომისთვის ემზადება - Foreign Affairs 30.03.2023 14:19

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი ომისთვის ემზადება და მსოფლიომ სერიოზულად უნდა მიიღოს ეს - ამის შესახებ Foreign Affairs იუწყება. 

 

როგორც გამოცემა იუწყება, მსგავსი განცხადება ჩინეთის ლიდერმა, ჩინეთის პარლამენტის და მისი უმაღლესი პოლიტიკური მრჩეველთა ორგანოს ყოველწლიური შეხვედრის დროს გააკეთა.

 

სი ძინპინმა თავის გენერლებს უთხრა, რომ გაბედულად იბრძოლონ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მისმა მთავრობამ, ასევე, გამოაცხადა ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტის 7.2%-იანი ზრდა, რომელიც გაორმაგდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის, ასევე, გეგმავს, რომ ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული მარცვლეულის უცხოურ იმპორტზე.

 

გარდა ამისა, ბოლო თვეებში პეკინმა გამოაქვეყნა ახალი კანონები სამხედრო მზადყოფნის შესახებ. ასევე, ცნობილია ტაივანის სრუტის მეორე მხარეს მდებარე ქალაქებში ახალი ბომბის თავშესაფრების მშენებლობისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით „ეროვნული თავდაცვის მობილიზაციის“ ახალი ოფისების შექმნის შესახებ.

 

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რას ნიშნავს ეს მოვლენები, მაგრამ „კონფლიქტი არ არის გარდაუვალი“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ