სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
პუტინის მეგობრის დახმარებისთვის, შვეიცარიაში ოთხი ბანკირი დამნაშავედ ცნეს - დეტალები 30.03.2023 17:47

ვლადიმერ პუტინის მეგობრის დახმარების გამო, შვეიცარიაში ოთხი ბანკირი დამნაშავედ ცნეს. საუბარია რუსეთის „გაზპრომბანკის“ ციურიხის ფილიალის ბანკირებზე, რომლებიც პუტინის ქალიშვილის ნათლიას, მუსიკოს სერგეი როლდუგინს ბანკში დიდი ოდენობით თანხის შეტანაში დაეხმარნენ.

 

2014-დან 2016 წლამდე როლდუგინმა ანგარიშზე 30 მილიონი დოლარი შეიტანა. შვეიცარიის კანონმდებლობის თანახმად, ბანკებს მოეთხოვებათ უარი განუცხადონ დეპოზიტორს თანხის შეტანაზე, თუკი ამ თანხის წარმომავლობა საეჭვოა. ბრალდებული ბანკირებიდან 3 რუსია, ერთი კი შვეიცარიის მოქალაქე. მათ შვიდთვიანი პირობითი სასჯელი შეეფარდათ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ