სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"რუსებმა ბუჩაში 1 400-ზე მეტი უკრაინელი მოკლეს, ჩვენ მათ არასოდეს ვაპატიებთ" 31.03.2023 12:21

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის 1 400-ზე მეტი მოქალაქე მოკლეს. 


მისივე თქმით, მოკლულთა შორის 37 ბავშვი იყო. 


„ბუჩა. ოკუპაციის 33 დღე. 1 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, აქედან 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი იპოვეს მასობრივ საფლავებში და წამების კამერებში. ბუჩა ოკუპანტი ქვეყნის არმიის სისასტიკის სიმბოლოა. ჩვენ მათ არასოდეს ვაპატიებთ, ჩვენ ყველა დამნაშავეს დავსჯით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ