სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები უკრაინაში ჩავიდნენ 31.03.2023 12:28

სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები, ედუარდ ჰეგერი, რობერტ გოლობი და ანდრეი პლენკოვიჩი უკრაინაში ჩავიდნენ, - ინფორმაციას გამოცემა Европейская правда ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ სამიტში, რომელიც ბუჩას გათავისუფლების წლისთავის ეძღვნება.

 

სლოვაკური მედიის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურს თავდაცვის მინისტრი, იაროსლავ ნადიც ახლავს თან. სლოვაკეთის ოფიციალური პირები კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდნენ.

 

უკრაინაში ერთდღიანი ვიზიტით ჩასული სლოვენიის პრემიერი, რობერტ გოლობი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი სურვილია, „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება დაადასტურონ“.

 

Европейская правда წერს, რომ დღეს უკრაინა ქალაქ ბუჩას გათავისუფლების წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტს უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუც მიიღებენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ