03.07.2026 11:15
რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაშავებულია 91 ადამიანი, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე კვლავ გრძელდება, მათ შორის დარნიცკის რაიონში, სადაც იერიშის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ამ დროისთვის სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
დღეს კიევში გლოვის დღეა, ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშებია დაშვებული.
ავტორ(ებ)ი :