რომის პაპი აშშ-ს: მიგრანტების მიღება და დაცვა ადამიანური ღირსების პატივისცემაა 04.07.2026 17:47

 

რომის პაპმა ლეო XIV აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილში ამერიკელებს მოუწოდა, გულღიად მიიღონ, დაიცვან და დაეხმარონ მიგრანტებს.

ლეო XIV-მ, რომელმაც გასულ წელს დონალდ ტრამპის მკაცრი ანტიიმიგრაციული პოლიტიკა გააკრიტიკა, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ მსოფლიო „უფრო ჰუმანური" გახდეს და დაეხმაროს მათ, ვინც ომსა და სიღარიბეს გაურბის.

ლამპედუზაზე ვიზიტისას პაპმა ევროპელ ლიდერებსაც მოუწოდა, მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ მიგრანტებს. მიმდინარე წელს კუნძულზე ხმელთაშუა ზღვის გავლით უკვე 7 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა.

აშშ-ის დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილში პაპმა აღნიშნა, რომ კათოლიკური ეკლესიის მიერ სიცოცხლის დაცვის პრინციპი მოიცავს „მიგრანტების მიღებას, დაცვასა და დახმარებას".

„მათი თანაგრძნობით მიღება მხოლოდ ქველმოქმედების აქტი არ არის, ეს თითოეული ადამიანის თანდაყოლილი ღირსების აღიარებაცაა", - ნათქვამია პაპის მიმართვაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ