09.07.2026 19:10
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ აშშ-ის თავდასხმებზე პასუხის „მეორე ეტაპის" ფარგლებში იორდანიაში მდებარე ალ-აზრაქის სამხედრო ავიაბაზის მიმართულებით 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.
გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ თავდასხმებს კვლავ განახორციელებს, ისლამური რესპუბლიკა რეგიონში მდებარე სხვა ამერიკულ სამხედრო ბაზებსაც დაარტყამს.
ამასთან ერთად, აშშ-ის საელჩო იორდანიაში უსაფრთხოების გაფრთხილებას ავრცელებს და იორდანიაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უსაფრთხო თავშესაფარს შეაფარონ თავი და ადგილზე დარჩნენ.
ავტორ(ებ)ი :