ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა 12.07.2026 10:58

 

ტორონტოში, სალსას ფესტივალზე სროლის შედეგად,  ორი ადამიანი დაიღუპა. კანადის ამ ქალაქის პოლიციამ პირველი შეტყობინებები სროლის შესახებ ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:12 საათზე მიიღო.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 6 ადამიანი იპოვეს. მათივე განცხადებით, 2 ადამიანი ადგილზევე გარდაცვლილად გამოცხადდა. ინციდენტის დროს ფესტივალზე, სავარაუდოდ, 13 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მომხდარით „შეძრწუნებულია" და თანაგრძნობა გამოუცხადა „იმ ოჯახებს, რომლებიც გლოვობენ საყვარელ ადამიანებს, მათ, ვინც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და ყველას, ვისაც ეს საშინელი ტრაგედია შეეხო".

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ