ჩინეთს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს, ქარიშხლის გავრცელების არეალიდან თითქმის ორი მილიონი ადამიანი ევაკუაცია განხორციელდა 12.07.2026 20:21

 

ჩინეთს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს, ქარიშხლის გავრცელების არეალიდან თითქმის ორი მილიონი ადამიანი ევაკუირებულია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ტაიფუნმა „ბავმა" თავდაპირველად შაბათს საღამოს ქალაქ ტაიჭოუს სანაპიროს მიაღწია, შუაღამისას კი ვენჭოუს სანაპიროს დაატყდა თავს.

მიუხედავად იმისა, რომ „ბავი" უკვე შესუსტდა და ძლიერი ტროპიკული შტორმის კატეგორიაში გადავიდა, ის კვლავაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებისას თანდათან კიდევ უფრო შესუსტდება.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ჭეჟიანგის პროვინციაში 1.7 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ჭეჟიანგში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, სამუშაო საქმიანობა და ყველა გარე აქტივობა. ასევე გაუქმდა 400 ავიარეისი და ათეულობით სარკინიგზო რეისი.

ქალაქ ვენჭოუში, სადაც დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ტაიფუნის გადაადგილების მარშრუტთან ახლოს მდებარეობს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იქ ასობით ათასი მცხოვრების ევაკუაცია განახორციელა.

ამასთან, ოფიციალური პირების განცხადებით, პეკინში, მოსახლეობის შესაძლო საფრთხისგან დაცვის მიზნით, 100 000 ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ