ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრონების წარმოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს 15.07.2026 16:28

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დრონების წარმოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში განაცხადეს.

„ევრონიუსის" ცნობით, შეთანხმების მიზანი ევროკავშირის სამრეწველო ბაზისა და უკრაინის საბრძოლო გამოცდილების გაერთიანებაა. ამასთან, შეთანხმება დრონების ერთობლივი წარმოების გაფართოებას ითვლისწინებს. როგორც „ევრონიუსი" წერს, ინიციატივა მიზნად ისახავს ევროკავშირის სამრეწველო შესაძლებლობების გაერთიანებას უკრაინის გამოცდილებასთან, რომელიც ქვეყანამ რუსული ძალების წინააღმდეგ ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს დააგროვა.

„ჩვენ წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ და ეს გახდება 20 მილიონი", - განაცხადა ზელენსკიმ

„ევრონიუსის" ინფორმაციით, დრონების წარმოების შეთანხმების რეალიზაციისთვის დაფინანსება ევროკავშირის ორი წყაროდან გამოიყოფა: უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხიდან და დაახლოებით 10 მილიარდი ევროდან, რომელიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია SAFE-ის თავდაცვის პროგრამაში.

ცნობისთვის, მანამდე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინასთან ინდივიდუალური შეთანხმებები გააფორმა. დღეს კიევში დამტკიცებული შეთანხმება კი, ამ პარტნიორობას უფრო ფართო მასშტაბს აძლევს და მას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ