„კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ: ამ ქვეყნებში მულტიკულტურალიზმმა კრახი განიცადა. რატომ?“ - «Le Journal du Dimanche» 15.07.2026 18:44

 

ფრანგული გაზეთი „ლე ჟურნალ დე დიმანში" (Le Journal du Dimanche) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ: ამ ქვეყნებში მულტიკულტურალიზმმა კრახი განიცადა. რატომ?" (ავტორი - ეტიენ-ალექსანდრ ბორეგარი). მასში განხილულია მიგრაციასთან დაკავშირებული და მიგრანტების მიმღები ქვეყნის საზოგადოების პრობლემები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დიდი მოაზროვნეები სხვადასხვა ეროვნული/ეთნიკური წარმოშობის ადამიანთა თანასწორობაში ახალი ეპოქის დადგომას დაუღალავად წინასწარმეტყველებდნენ. მოდით, დასკვნა გავაკეთოთ: რა დარჩა  მათი პროგნოზებიდან? იმ მულტიკულტურალიზმიდან, რომელიც ნახევარი საუკუნის წინათ სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობით დაიბადა?

მითები, რომ მიგრანტთა ინტეგრირება მიმღები ქვეყნის საზოგადოებაში თავისთავად მოხდებაო, სიცრუე აღმოჩნდა. ასეთმა იდეებმა ყველა ქვეყანა დაასუსტა, რომლებმაც თავის დროზე მისი სიკეთე დაიჯერეს.

ბოლო ათწლეულების უდიდეს პოლიტიკურ და ფილოსოფიურ ჩავარდნებს შორის მულტიკულტურალიზმიც უნდა ვიგულისხმოთ., მაგრამ არა როგორც 3მპირიული პლურალიზმი (ანუ რეალური მრავალფეროვნება, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს), არამედ როგორც იდეოლოგია. მისი მთავარი პოსტულატი ასეთია; ეროვნულმა სახელმწიფომ ადგილი უნდა დაუთმოს მრავალ განყენებულად არსებულ კულტურულ ჯგუფებს, რომლებთაც არც საერთო ნორმები არ აქვთ და არც კულტურების გამაერთიანებელი ნიშან-თვისებები.

ეს დოქტრინა ჩაისახა გასული საუკუნის შუა ხანებში, როცა ძალას იკრებდა მოძრაობა სამოქალაქო უფლებების დაცვის მიზნით. ის ჩაფიქრებული იქნა როგორც ეთნოსების ასიმილაციის ალტერნატივა, რომელიც იმ მონტისათვის საკმაოდ მკაცრი ჩანდა.  თადათანობით დოქტრინა პოლიტიკურ მიმართულებად გადაიქცა ჯერ ანგლოსაქსურ ქვეყნებში, შემდეგ კი დასავლეთის დიდ ნაწილში.

კანადა ყველაზე აქტიურად იღწვოდა მულტიკულტურალიზმის დანერგვისათვის, რომლის ინტელექტუალური საფუძველი ფილოსოფოსმა ჩარლზ ტეილორმა შექმნა. მისი მტკიცებით, ეთნიკური უმცირესობების აღიარება ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს. თუ მას არ ვაღიარებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ვჩაგრავთ და ვაიძულებთ შეზღუდულ გარემოში იცხოვრონ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უფლება აღარ აქვს რაიმე განაცხადოს თავის ისტორიული ეთნიკური უმრავლესობის იდენტურობაზე. ანუ გამოდის, რომ თურმე ავტოხთონურ ხალხებს და ერებს ისტორიული მემკვიდრეობის პრეტენზია და უფლება არ უნდა ჰქონდეთ ამა თუ იმ ტერიტორიაზე.

ასე, მაგალითად, პიერ ტრიუდო, კანადის პრემიერ-მინისტრი, აცხადებდა: „ყოველი ადამიანი, ვინც კანადაში ცხოვრობს, უმცირესობას არ მიეკუთვნება, იგი მხოლოდ კანადელია". მისი შვილი ჯასტინ ტრიუდო კი მოგვიანებით „ნიუ-იორკ თაიმსს" ეუბნებოდა, რომ „კანადა მსოფლიოში პირველი სახელმწიფოა, სადაც ეროვნულობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს".

ეროვნული გრძნობა როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედი

სამწუხაროდ, ასეთმა რიტორიკამ დასავლეთში საკმაო გავრცელება ჰპოვა და ერების უმრაცლესობამ - მეტ-ნაკლებად - ამ მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. მათ გაამარტივეს საიმიგრაციო კანონმდებლობა, წესები, ყურადღებას აღარ აქცევდნენ უმრავლესი მოსახლეობის ეროვნულ სიმბოლიკას და უმცირესობისადმი პრიორიტეტბის მინიჭება დაიწყეს.

დღეს ეს „მოლოტოვის კოქტეილი" (ანუ ფეთქებადი ფაქტორი) სამოქალაქო ერთიანობას ანგრევს. დღეს სულ უფრო აქტიურად გამოდის წინა პლანზე მიგრანტების მოთხოვნები, რაც წინააღმდეგობაში მოდის ძირითადი ეროვნული მოსახლეობის ინტერესებთან.

„პოსტ-ფაქტუმის" სახით შეიძლება ავღნიშნოთ: მულტიკულტურალიზმის იდეოლოგია, როგორც ჩანს, თვლიდა, რომ მოსახლეობა - ისინი, რომლებიც საკმაოდ შორს დგანან ებრაულ-ქრისტიანული ტრადიციებისგან - თავის თავად და ავტომატურად აღიარებდნენ დასავლურ ღირებულებებს.

მაგრამ პროფესორების ჯოზეფ ჰენრიჩისა და გარეტ ჯონსის შრომები აჩვენებენ, რომ მორალური უნივერსალიზმი და სოციალური ნდობა, მსოფლიო და ისტორიული მასშტაბით მხოლოდ დასავლეთს ახასიათებს. დედამიწის სხვადასხვა ქვეყნებში უპირატესობა ენიჭება დახურულ საზოგადოებრივ მოდელს, სადაც უცხოელები (უცხოტომელები) დაბალი ნდობით სარგებლობენ. ეს მოდელი შენარჩუნებულია მოცემული ქვეყნების მოსახლეობის რამდენიმე თაობაშიც კი.

ანგლოსაქსურ ქვეყნებში გამწვავებული ჯგუფური ეგოიზმი ხშირად პირდაპირ კონფლიქტშია უნივერსალურ ფასეულობებთან. მაგალითად, იმავე კანადაში პარლამენტის რამდენიმე დეპუტატის მიმართ ეროვნულად დომინანტ მოსახლეობაში ეჭვი გაჩნდა, რომ ისინი - სხვა ეროვნული წარმოშობის მქონენი, ანუ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები - თავიანთი მოქმედებით უცხოეთის სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან (ამ შემთხვევაში - ინდოეთს და ჩინეთს).

ინტეგრირების დაბალი დონე ბადებს პოლიტიკურ მანიპულაციებს, პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ არა იმდენად სახელმწიფოებზე, არამედ მათში მცხოვრებ დიასპორებზე. მათ უფრო მეტად ადარდებთ არა სახელმწიფო, არამედ მათში არსებული ეთნიკური უმცირესობები - ვთქვათ, პალესტინელების ბედი და მათი დამოუკიდებლად აღიარება ან ინდოეთისაგან  ხალისტანის გამოყოფა (პენჯაბის შტატში). ინდოეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა კი ამ დროს გვერდზეა გადადებული.

ჩვენ ისევ ვრწმუნდებით: დემოკრატია ეროვნული თვითშეგნების გარეშე შეუძლებელია.

დიდ ბრიტანეთში პაკისტანელების ბანდები წლობით აუპატიურებდნენ ბრიტანელ გოგონებს. მათ დიდი ხნის განმავლობაში ხელს არ უშლიდნენ - ეშინოდათ დაერღვიათ ჰარმონიული მრავალფეროვნების მითი. შოკისმომგვრელი სიმართლე საჯაროდ მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გახდა ცნობილი.

აშშ-ში სომელელბი მასობრივად ატყუებდნენ სახელმწიფოს - ისინი ქმნიდნენ ფიქტიურ კომპანიებს და ასოციაციებს, რათა სოციალური დახმარების სახით ასობით მილიონი დოლარი მიეთვისებინათ ფედერლური ბიუჯეტიდან. სკანდალმა ქვეყანა შოკში ჩააგდო - ისევე როგორც დიდ ბრიტანეთში.

მულტიკულტურალიზმის თეორია გულისხმობს, რომ მიგრანტები ავტომატურად აღიარებენ დასავლურ ფასეულობებს და საკუთარ თავს იმ ქვეყნის მოქალაქედ აღიქვამენ, სადაც ისინი ცხოვრობენ, მაგრამ რეალობა და სულ უფრო მეტი სკანდალები ამტკიცებს, რომ სიტუაცია პირიქითაა,

სწორედ ზემოთ აღნიშნული მსგავსი სკანდალები გახდა იმის მიზეზი, რომ მსოფლიოში მასობრივი მიგრაციის დასავლელი მომხრეების რიცხვი მცირდება. ეს ტენდენცია შესამჩნევი გახდა 2015 წლიდან და ძალას იკრებს. ის აზრი, რომ მიგრანტთა დიდი რაოდენობის არსებობით მოცემული ქვეყნის საზოგადოება განმტკიცდება და ადამიანთა კავშირები გამყარდება, დღეს ეჭვქვეშაა დაყენებული.

ჩვენ საინტერესო და იმავდროულად უცნაურ პერიოდში ვცხოვრობთ - „მულტიკულტურული ზომბების" პერიოდში. სკანდალებმა და ჩავარდნებმა საბოლოოდ აჩვენეს: მულტიკულტურალიზმი თავისი ლოზუნგით „მრავალფეროვნება ჩვენი ძალაა", მცდარი და ყალბი იდეა აღმოჩნდა. ერს არ შეუძლია საერთო ფუნდამენტის - მორალური, კულტურული და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე არსებობა. სწორედ ამ საფუძვლებით შეუძლიათ სხვადსხვა ეროვნებების მქონე მოქალაქეებს მშვიდობიანი თანაცხოვრება.

პროგრესისტებმა შეცდომით გადაწყვიტეს, რომ თუ მიგრანტებს არაფერს არ მოვთხოვთ, ისინი თვითონ შეიყვარებენ და პატივს სცემენ ახალ ქვეყანას. შედეგი პირიქითაა: ყველა იმ ქვეყანაში, რომლებმაც ასეთი იდეოლოგია აღიარეს, საზოგადოებრივი მშვიდობიანი თანაცხოვრება დანგრეული აღმოჩნდა.

რეალობა მითების წინააღმდეგ

საფრანგეთმა, სადაც მოქალაქეები, თავიანთი ეროვნული წარმოშობის მიუხედავად, თანასწორნი არიან, მეტ-ნაკლებად შეძლო წინ აღდგომოდა ზოგიერთ ასეთ დამანგრეველ ტენდენციას, მაგრამ ისიც არ არის ბოლომდე დაზღვეული. ჯგუფური ეგოიზმი, ისლამური რადიკალიზმი და უსაფრთხოების არარსებობა - ეს ყველაფერი უარყოფს მითებს „ბედნიერი იდენტურობის" შესახებ.

მულტიკულტურალიზმი, რომელიც დისკრედიტირებულია რეალობით და ცენტრისტების (მაგალითად, ანგელა მერკელისა და დევიდ კემერონის მიერ ჯერ კიდევ 2010-იანი წლებიდან), მაინც განმსაზღვრელია ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკაში. მართალია, რიტორიკა გამკაცრდა, მაგრამ ვერცერთმა ქვეყანამ (ალბათ, დანიის გარდა), მიგრაციული კრიზისი ვერ გადალახა.

ძნელია წარმოიდგინო ქვეყანა ევროკავშირში (აღმოსავლეთ ევროპის მიღმა), რომელიც შეძლებდა და შეწყვეტდა ლაპარაკს მულტიკულტურალიზმზე და ეროვნულ ნარატივს თავის სიმბოლურ ძალას დაუბრუნებდა. ნუთუ ჩვენი ქვეყნებში ისეთი რრმა განხეთქილებაა, რომ ერთიანობა შეუძლებელია? ნუთუ დემოგრაფიული ბალანსი, რომელიც ოდესღაც ხელს უწყობდა მიგრანტების ინტეგრირებას, დღეს უკვე დაკარგულია?

„მულტიკულტურალიზმის სიკეთისა სულ უფრო ცოტას სჯერა, მაგრამ მის ფორმულებს რიტუალებივით ისევ იმეორებენ. იდეოლოგიამ მარცხი განიცადა, მაგრამ იდეა იმისა, რომ „ჩვენი განსხვავება ჩვენვე გვაერთიანებს", ჯერ კიდევ შენარჩუნებულია პლატონის კეთილშობილი ტყუილივით - იმიტომ, რომ ის უფრო ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე იმის აღიარება, რომ ჩვენ ძალიან მცირე რამ გვაქვს საერთო ზოგიერთ ჩვენს მოქალაქესთან.

და მაინც, ისევე როგორც 1980-იანი წლების კომუნიზმივით, მულტიკულტურალისტურ ილუზიასაც სული ამოსდის: ყველა ევროპულ ქვეყანაში ცივილიზაციური საკითხი პოლიტიკური ბრძოლის ახალი ღერძი ხდება, რაც ხალხის მზარდი უკმაყოფილების მიშანი ხდება.

მალე „ბერლინის კედელი" ამ სფეროშიც დაეცემა - და მასთან ერთად ტყუილი მულტიკულტურალიზმის სიკეთის შესახებაც. ერებს სხვა არცევანი არ რჩებათ, თუ არა აღიარონ სეცდომა და კურსი სეცვალონ. ფაქტებმა დაამტკიცეს: ვერცერთი საზოგადოება იდენტურობის,  საერთო ნორმებისა და ტრადიციების გარეშე, ვერ იცოცხლებს.

წყარო: https://www.lejdd.fr/Societe/canada-royaume-uni-etats-unis-autopsie-de-lechec-du-multiculturalisme-178719

 

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ