15.07.2026 19:59
„ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია", - ამ სიტყვებით კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში ქვეყნის პარლამენტს ბოლოჯერ მიმართა.
სტარმერმა საკუთარ კოლეგებსა და ოჯახის წევრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ამაყობს ყველაფრით, რასაც თანამდებობაზე ყოფნის დროს მიაღწია.
„ყველა პრემიერ-მინისტრმა იცის, როდესაც ჩირაღდანს ხელში აიღებს, დადგება დღე, როდესაც მას სხვებს გადასცემს, ეს დღე ჩემთვის დადგა. ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია. ექვს წელიწადში 2019 წლის ისტორიული მარცხიდან 2024 წლის ისტორიულ გამარჯვებამდე გადავედი. მთავრობაში ყოფნის ორ წელიწადში კი ქვეყანას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე ის იყო. ვამაყობ ყველაფრით, რასაც მივაღწიეთ", - განაცხადა სტარმერმა.
მისივე თქმით, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებს კოლეგებსა და იმ ადამიანებს, ვისი ცხოვრების შეცვლად მოახერხა და გააუმჯობესა.
„ვამაყობ ყველაფრით, რაც ერთად მივაღწიეთ და ვამაყობ თითოეული თქვენგანით. ჩემს მემკვიდრეს და თითოეულ თქვენგანს სრულ მხარდაჭერას გამოვუცხადებ. მინდა, პალატის ყველა კოლეგას ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება. ყველა იმ ადამიანს, ვინც გალერეაში იმყოფებოდა, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა ან გაუმჯობესდა ლეიბორისტული მთავრობის მიერ და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვისაც უჭირს, რომ ვინმეს ხმა გაიგოს ან მოუსმინონ, თქვენ ხართ მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში მოვედი", - განაცხადა კირ სტარმერმა.
ცნობისთვის, კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ 22 ივნისს განაცხადა. სტარმერი ტოვებს მმართველი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის პოსტსაც. ის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 2020 წელს გახდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა კი 2024 წლის ივლისში დაიკავა.
ავტორ(ებ)ი :