„როიტერი“ – ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს 15.07.2026 22:00

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიპლომატის თქმით, ელჩები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვარი 23 ივლისამდე უცვლელი დარჩება და ბარელზე 44.10 დოლარი იქნება. ამ დროის განმავლობაში სანქციების 21-ე პაკეტზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის თქმით, ევროკავშირის ქვეყნები კვლავ ვერ თანხმდებიან რუსეთისთვის საზღვაო მომსახურების აკრძალვისა და რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე დაწესებული შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების საკითხებზე.

მანამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ წევრ ქვეყნებს სანქციების ამ ფართო პაკეტზე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ და დასძინა, რომ ამ საკითხს 15 ივლისს დაუბრუნდებოდნენ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი პირველად ივნისში წარადგინა. პაკეტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის ბანკებზე, კრიპტოვალუტის ქსელებზე, დრონების წარმოებასთან დაკავშირებულ სექტორზე, ასევე რუსული ნავთობით მოვაჭრეებსა და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ