Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/banner_carusel.php on line 21
Geotimes - სიახლეები
ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ირანმა აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა 18.07.2026 21:55

ირანმა ერთი თვის წინ აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერა.

 

ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.

 

„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. სამწუხაროდ, სწორედ ამერიკელებმა განახორციელეს ეს აგრესიული ქმედებები და ამით საკუთარი ვალდებულებები თავადვე დაარღვიეს", - განაცხადა ქაზემ ღარიბაბადიმ.

 

მისივე თქმით, ამის შედეგად ირანმა ვალდებულების შესრულება შეაჩერა.

 

ღარიბაბადის თქმით, თეირანი მტკიცედ იცავს თავს.

 

„ჩვენ ამას მტკიცედ და გადამწყვეტად გავაკეთებთ. ვფიქრობ, ამერიკელებმა კიდევ ერთხელ მიიღეს პასუხი, რომ ეს აგრესიული ქმედებები მათ ვერაფერს მოუტანს", - განაცხადა ირანის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

 

„სიენენის" ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება კიდევ ერთი ნიშანია, რომ ირანსა და აშშ-ს შორის კატარისა და პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ