რუსეთის მიერ შავ ზღვაში გემზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა 20.07.2026 22:27

შავ ზღვაში რუსეთის მიერ გემზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა.

 

მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის ოთხი ინდოეთის მოქალაქეა. ინფორმაციას ადასტურებს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა ინდოეთის ერთი მოქალაქე, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია.

 

ცნობისთვის, რუსეთმა გასულ ღამეს იერიში გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემზე მიიტანა, რომელიც მარცვლეულით იყო დატვირთული. რუსულმა ძალებმა გემზე იერიში მაშინ მიიტანეს, როდესაც ის ოდესის პორტს ტოვებდა.

 

როგორც „ბიბისი" წერს, იმ სავაჭრო გემებზე, რომლებიც ოდესის პორტს იყენებენ, ბოლო დროს რუსეთის თავდასხმები გახშირდა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ