მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი 23 ივლისს შეხვედრას გამართავენ 22.07.2026 20:23

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 23 ივლისს შეხვედრას გამართავენ.

 

როგორც სერგეი ლავროვი აცხადებს, ამერიკელ კოლეგასთან მცირეხნიანი შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ფორუმის ფარგლებში გუშინ ჰქონდა და მხარეები 23 ივლისს ორმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

 

„ყოველთვის უკეთესია, კითხვები პირდაპირ დაისვას და პასუხებიც პირველი წყაროსგან მიიღონ. მარკო რუბიოს გუშინ შევხვდით და დავადასტურეთ, რომ შეხვედრა ხვალ გაიმართება, დღის პირველ ნახევარში. ვიმედოვნებ, გვექნება შესაძლებლობა, ჩვენი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ", - განაცხადა ლავროვმა.

 

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ლავროვთან შეხვედრის დროს უკრაინის ომის საკითხზე იმსჯელებენ.

 

„ჩვენ, სავარაუდოდ, ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელსაც ამ ომის დასრულებაში საკუთარი როლის შესრულება შეუძლია", - აღნიშნა რუბიომ.

 

რუბიოს თქმით, უკრაინაში ომმა მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი აშშ-სა და რუსეთს შორის სხვადასხვა სფეროსა და საკითხებში შეთანხმების მიღწევას.

 

„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევეცდებით პოტენციური თანამშრომლობის სხვა სფეროების მოძიებას, თუმცა, ამავდროულად, ისიც გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ვფიქრობთ, რუსეთისთვისაც კარგი იქნება, თუ ეს ომი დასრულდება. ასე რომ, ამ საკითხს წამოვჭრით. როგორც აღვნიშნე, აშშ კვლავ ღია და მზადაა, შეასრულოს კონსტრუქციული როლი ომის დასასრულებლად, თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება და ეს, შესაძლოა, მოხდეს კიდეც. ჩვენ ალბათ ერთადერთი ქვეყანა ვართ, ვფიქრობ, რუსებიც დაეთანხმებიან ამას, ვისაც შეუძლია ამ როლის თამაში", - განაცხადა რუბიომ.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ