აბას არაღჩი – ჩვენი თავდაცვის დოქტრინა მკაფიოა, თვალი თვალის წილ 23.07.2026 00:58

ჩვენი თავდაცვის დოქტრინა მკაფიოა - თვალი თვალის წილ, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია, მათ შორის ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, ძლიერ და გადამწყვეტ პასუხს გამოიწვევს.

 

გარდა ამისა, არაღჩის განცხადებით, ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლებიან ისინიც, ვინც ასეთ აგრესიას მხარდაჭერის ნებისმიერი ფორმით შეუწყობენ ხელს.

 

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ჰორმუზის სრუტეში ცეცხლს გაუხსნის თითოეულ ხომალდს, საპასუხოდ აშშ დარტყმას განახორციელებს ირანულ ხიდებსა და ელექტროსადგურებზე.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ