რუსი სამხედროების იერიშს უკრაინაში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 25.07.2026 18:50

რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს, გამოიყენებოდა ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.

 

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ცნობით, სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ცხრა დაშავდა. როგორც მედია წერს, არ არის გამორიცხული, მსხვერპლი გაიზარდოს, რადგან მაშველები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ.

 

სუმში კი იერიში დრონებით განხორციელდა, დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავდა რამდენიმე პირი.

 

ასევე, იერიშების სამიზნე გახდა ხერსონი, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა სამი საცხოვრებელი შენობა, ხუთი კერძო სახლი, სასწავლო დაწესებულება და ავტომობილი.

 

ხარკოვის ოლქში სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

 

პარალელურად, უკრაინული დრონების სამიზნე გახდა კომპანია „ვაილდბერისის" საწყობი ეკატერინბურგში. თუმცა, როგორც ეკატერინბურგის ოლქის გუბერნატორმა, დენის პასლერმა განაცხადა, დრონი საწყობთან ახლოს მოიგერიეს, მისმა ფრაგმენტმა კი 300 კვ.მ ფართობზე ხანძარი გამოიწვია. კომპანიის თანამშრომლების ევაკუაცია წინასწარ განხორციელდა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ