დიმიტრი პესკოვი: კიევის პოზიციის გათვალისწინებით, კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია 26.07.2026 11:59

 

კიევის პოზიციის გათვალისწინებით, კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი ყაზახეთის პრეზიდენტის წინადადებას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაყინვის შესახებ. დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთისთვის მთავარ ამოცანად ისევ საკუთარი მიზნების მიღწევა რჩება.

„ჩვენთვის არსებობს მთავარი პირობა - ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ", - განაცხადა პესკოვმა.

მანამდე პუტინთან შეხვედრისას ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი უნდა გაიყინოს და მხარეები „სტამბოლის ფორმულას" დაუბრუნდნენ.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ